შესანიშნავი ცირკია! მთელი ოჯახით მოვედით და ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ. ულამაზესი კოსტიუმები, ნიჭიერი არტისტები და ნამდვილად სადღესასწაულო ატმოსფერო.
🎁 რა მოხდება, თუ ახალი წლის ჯადოსნური ძალა საფრთხეში აღმოჩნდება?
წელს თბილისის ცირკის არენაზე უჩვეულო საახალწლო ისტორია გაცოცხლდება!
ეს არ არის უბრალოდ საცირკო წარმოდგენა — ეს არის ჯადოსნური თავგადასავალი, სადაც ზღაპარი და ცირკის ხელოვნება ერთიანდება!
ყველასთვის კარგად ნაცნობი გრინჩი, იდუმალი ჯადოსნური ელექსირი, მოულოდნელი თავგადასავლები და საოცრებებით სავსე სამყარო, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
✨ რა საიდუმლოს მალავს ჯადოსნური ელექსირი? რა გეგმები აქვს გრინჩს? და ვინ შეძლებს საახალწლო ჯადოსნობის შენარჩუნებას?
ამ კითხვებზე პასუხებს თბილისის ცირკის არენაზე აღმოაჩენთ!
🎪 მაყურებელს ელოდება შთამბეჭდავი საცირკო ნომრები, თავბრუდამხვევი საჰაერო აკრობატიკა, საოცარი სანახაობები, ულამაზესი გაფორმება, მუსიკა, იუმორი და დაუვიწყარი საახალწლო ატმოსფერო!
❤️ აჩუქეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს ახალი წლის ყველაზე ჯადოსნური ემოციები!
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ცირკის სალაროში ყოველდღე 10:00 - 19:00 ან ონლაინ ვებგვერდზე Biletebi.ge
თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა ონლაინ TBC ან BOG ბარათით ან სხვა MasterCard და Visa ბარათებით.
ცირკის სალაროში შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ქაღალდის ბილეთს, ხოლო ონლაინ Biletebi.ge-ზე შეძენის შემთხვევაში თქვენ გამოგეგზავნებათ ელექტრონული ბილეთი ელ.ფოსტაზე.
თბილისის ცირკის სტუმრების რეალური შთაბეჭდილებები და ემოციები.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები
წარმოდგენები ტარდება ყოველ შაბათს და კვირას. შუადღის წარმოდგენა 14:00 საათზე, საღამოს წარმოდგენა 18:00 საათზე
დიახ, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით biletebi.ge
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროში, რომელიც მდებარეობს ცირკის მთავარ კიბეებთან. სამუშაო საათებია 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
თქვენ გჭირდებათ გაჩერება " გმირთა მოედანი "ან გაჩერება"მერაბა ალექსიძის ქუჩა". გმირთა მოედანზე გაჩერებას შემდეგი ტრანსპორტი აპირებს: 331, 337, 466, 551, 308, 311, 465, 468, 354, 307, 306, 539, 378, 541, 332, 431, 298, 329, 300. გაჩერებაზე მიდის შემდეგი ტრანსპორტი "მერაბა ალექსიძის ქუჩა": 466, 337, 349, 347, 298, 392, 551, 308, 311, 465, 468, 466, 354, 307, 306, 539, 332, 337, 349, 298, 431, 378, 392, 541, 331, 347, 329, 300
დიახ,თქვენ შეგიძლიათ თამარ მეფის გამზირიდან ამოუხვიოთ ქვაფენილზე და ამოხვალთ ცირკის ტერიტორიაზე სადაც დაგხვდებათ საპარკინგე სივრცე
ცირკის ტერიტორიაზე აკრძალულია შემოტანა:ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი, გაზის ან ტრავმული იარაღი;
ცირკის ტერიტორიაზე აკრძალულია:ალკოჰოლური სასმელების მიღება ან მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა;
სპექტაკლის დროს აკრძალულია:ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ხელს უშლის მაყურებელს წარმოდგენის ყურებაში, მათ შორის ხმამაღალი სატელეფონო საუბრები;
დამატებითი წესებიცირკის სტუმრები ვალდებულნი არიან დაიცვან აღნიშნული წესები და პატივი სცენ სხვა ვიზიტორების ინტერესებს.
პირები, რომლებიც არღვევენ დადგენილ წესებს, შეიძლება მოიხსნან ცირკის ტერიტორიიდან ბილეთის ღირებულების დაბრუნების გარეშე.
ამ წესების შესრულებას აკონტროლებენ ცირკის თანამშრომლები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საჭიროების შემთხვევაში შეახსენონ ან თავაზიანად მოითხოვონ წესების დაცვა.
ცირკის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას პროგრამის შემადგენლობაში შეიტანოს ცვლილებები.
ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს და გიხილოთ ცირკში!
აღმოაჩინეთ თბილისის ცირკის ყველაზე ნათელი მომენტები, წარმოდგენები და დაუვიწყარი ატმოსფერო.
ათასობით ღიმილი, ემოცია და დაუვიწყარი მომენტი თბილისის ცირკის გუმბათის ქვეშ.