ცირკის ამბები

"შადრევნების შოუ" ახალი საშემოდგომო სეზონი თბილისის ცირკში 18 ოქტომბრიდან

18 ოქტომბრიდან თბილისის ცირკი წარმოგიდგენთ „შადრევნების შოუს“ — დაუვიწყარ სანახაობას, სადაც წყალი, სინათლე, მუსიკა და საცირკო ხელოვნება ერთ ჯადოსნურ სამყაროში ერთიანდება.

ცირკის ტრადიციული არენა გადაიქცევა უზარმაზარ წყლის სივრცედ: 11,000-ლიტრიანი აუზი მოძრავი პლატფორმებით; 700 ჭავლის შადრევანი, რომელიც 18 მეტრის სიმაღლეზე ისვრის წყალს; განათებისა და ანარეკლების სინთეზით შექმნილი თვალწარმტაცი ეფექტები.

მაყურებელს ელოდება:

🤸 აკრობატების თავბრუდამხვევი ნომრები

🎭 ფერადი შადრევნების ფონზე ჟონგლიორები

🤹 მხიარული ჯამბაზები

🐶🐵 ჭკვიანი ძაღლები და მაიმუნები

„შადრევნების შოუ“ არის გრანდიოზული სანახაობა, რომელიც სიხარულს, საოცრებებსა და დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს ყველა სტუმარს.

ასაკობრივი შეზღუდვა: 1+

5 წლის ჩათვლით ბავშვი უფასოა (მშობელს შეუძლია კალთაში ჩაისვას), ხოლო 5 წლის ზევით ყველას სჭირდება ბილეთი

🎟️ ბილეთებს დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია წარმოდგენამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე