ცირკის ამბები

ახალი სეზონი „თბილისი–ბუდაპეშტი“ — 7 მარტიდან

2026-03-01 19:22
7 მარტიდან თბილისის ცირკში იწყება ახალი საერთაშორისო საცირკო პროგრამა „თბილისი–ბუდაპეშტი“ 🎪 — თბილისის ცირკი გიბრუნდებათ სრულიად განახლებული და განსხვავებული შოუთი 🌟.

წარმოდგენა აერთიანებს ევროპელ არტისტებს და მაყურებელს სთავაზობს თანამედროვე და კლასიკური ცირკის სინთეზს 🤹‍♂️✨.

პროგრამა შექმნილია ქართულ–ევროპული მეგობრობის წარმოსაჩენად 🤝🌍.

🐪 აქლემების ფერადი ქარავანი სიმბოლურად საქართველოდან უნგრეთისკენ მიემართება.

ამ ქარავანთან ერთად მოდიან აერილიასტები 🤸‍♀️, აკრობატები 🤸‍♂️, ჟონგლიორები 🤹 და ჰულა-ჰუპის ოსტატები 🔵🟠.

შოუ აერთიანებს ფერებს 🌈, მუსიკას 🎶 და იუმორს 😂, რაც ნებისმიერი ასაკის მაყურებელს დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს ❤️✨.

🤣 სულის შემკვრელ ნომრებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ევროპაში საუკეთესო ჯამბაზი 🤡, რომლის კომიკური ნომრები გენიალურია და საოცრად დახვეწილი 🌟.

💬 „ცირკი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც განსხვავებული ქვეყნები და კულტურები ერთ სცენაზე ხდებიან მეგობრებად 🌍🤝. „თბილისი–ბუდაპეშტი“ აჩვენებს, რომ ხელოვნება საზღვრებს არ ცნობს და მაყურებელს დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს ❤️✨,“

5 წლის ჩათვლით ბავშვების დასმა შესაძლებელია მშობლის კალთაში (ცალკე ბილეთის გარეშე).

ხანგრძლივობა: 2სთ 20 წუთი