- თბილისის ცირკი

ცირკის ექსტრემალები

23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათ-კვირას თბილისის ცირკში ჩატარდება წარმოდგენა "ცირკის ექსტრემალები"!

ახალ პროგრამაში, თქვენ გელით დაუვიწყარი თავგადასავალი საცირკო სამყაროში ცხოველებთან ერთად!

ცირკის არენაზე იხილავთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო საცირკო ნომრებს, მსახიობების ვირტუოზულ შესრულებას ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე, აკრობატულ და საჰაერო ნომრებს ურთულესი ელემენტებით, ჯიგიტების ურთულეს ნომერს ულამაზესი ქართული ცეკვის თანხლებით, ასევე ძაღლების, ცხენების და სხვა ცხოველების სახალისო ნომრებს, მხიარულ ჯამბაზს ბოს და სხვას.